გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრირებულ ორგანიზაციათა რიცხვმა გადააჭარბა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კანონს ასაჩივრებენ – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, გამჭვირვალობის რეესტრში დღეისთვის რეგისტრირებულია 144 ორგანიზაცია, 300-ზე მეტი ორგანიზაციის სარეგისტრაციო განაცხადი კი დამუშავების პროცესშია.

ამის შესახებ პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„გამჭვირვალობის რეესტრში დღეისთვის რეგისტრირებულ ორგანიზაციათა რიცხვმა (144 ორგანიზაცია) უკვე გადააჭარბა იმ ორგანიზაციების რიცხვს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ასაჩივრებენ (136 ორგანიზაცია). დამატებით 300-ზე მეტი ორგანიზაციის სარეგისტრაციო განაცხადი ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია. და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველ დილით ისევ საქართველოს ლამაზ ქალაქებსა და სოფლებში ვიღვიძებთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

იხილეთ აგრეთვე
კომენტარები: