Transfermarkt-ზე, ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა. მისმა ღირებულებამ მოიმატა 2.5-დან 4 მლნ ევრომდე.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელებს, ახლანდელი მდგომარეობით, ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია 80 მლნ ევროთი, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე – 45 მლნ ევროთი, რომელსაც გიორგი მიქაუტაძე მოსდევს 20 მლნ ევროთი.