PoliticalSalaries.com-მა, მსოფლიო ლიდერების რეიტინგი შეადგინა, სადაც დადგინდა, რომ ლიდერებს შორის მილიონერი მხოლოდ ერთია – ლოურენს ვონგია, სინგაპურის პრემიერ მინისტრი.
ლოურენსის ხელფასი, თითქმის 1.7 მლნ დოლარს შეადგენს წელიწადში, რაც მას ყველაზე მაღალანაზღაურებად ლიდერად აქცევს მსოფლიოში.
ტოპ 10-ში შესულ ლიდერთა შორის, ყველაზე დაბალ ხელფასს დანიის პრემიერი, მეტე ფრედერიქსენი იღებს.
საერთო ჯამში, ტოპ 10-ეულის წლიური ხელფასი ასე გამოიყურება:
ლოურენს ვონგი (სინგაპური) – 1.716 მილიონი დოლარი
ვიოლა ამჰერდი (შვეიცარია) – 572 250 დოლარი
ენტონი ალბანეზი (ავსტრალია) – 419 189 დოლარი
ჯო ბაიდენი (აშშ) – 400 000 დოლარი
კარლ ნეჰამერი (ავსტრია) – 320 410 დოლარი
კრისტოფერ ლაქსონი (ახალი ზელანდია) – 313 929 დოლარი
ჯასტინ ტრუდო (კანადა) – 300 588 დოლარი
ოლაფ შოლცი (გერმანია)– 296 796 დოლარი
საიმონ ჰარისი (ირლანდია) – 270 458 დოლარი
მეტე ფრედერიქსენი (დანია) – 262 588 დოლარი
რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, მისი ხელფასი საკმაოდ მოკრძალებულია. მისი წლიური შემოსავალი გადასახადების ჩათვლით 8 100 დოლარს შეადგენს, ხოლო რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, მისი წლიური ხელფასი 113 600 დოლარია.