თბილისში, მაღალსართულიან კორპუსში, ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ 16 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, ამ დროისთვის კი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულზე გაჩნდა, სადაც ერთი ქალბატონი ცხოვრობს. იგი გამოყვანილი იქნა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

„16 – სართულიანი კორპუსის მე-14 სართულზე გაჩნდა ხანძარი. ბინაში ქალბატონი ცხოვრობდა. ყველაზე მთავარია, რომ ქალბატონი გამოყვანილ იქნა. საგანგებო სიტუაციების სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა. ხანძარი ლიკვიდირებულია და რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის. ექსპერტიზა შეაფასებს კორპუსის მდგრადობის საკითხს და რა თქმა უნდა, ჩვენ მოსახლეობას ღია ცის ქვეშ არ დავტოვებთ. ხანძარი მეორე ბინაშიც გადავიდა, თუმცა ამ დროისთვის ლოკალიზებულია“,- განაცხადა ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩიკვილაძემ.

იხილეთ აგრეთვე
კომენტარები: