თსუ-ის სტუდენტმა ნიკო მანაგაძემ, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს არ ჩაატარებს. მისი თქმით, “პრემიერ მინისტრმა წინა სემესტრი ძლივს ჩაამთავრა ყოველკვირეული პროტესტების ფონზე და როგორც ჩანს, მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა ქვეყნის მთავარ სახელმწიფო უნივერსიტეტში ამით დასრულდა”.
თსუ-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე მიმდინარე სემესტრში აკადემიური შვებულებით სარგებლობს, თუმცა მისი სასწავლო კურსი არ გაუქმებულა.