კითხვა, რომელიც ილონ მასკს ეხმარება ტყუილის აღმოჩენაში

სიცრუის სწრაფად ამოსაცნობად ამერიკელი მეწარმე ილონ მასკი მხოლოდ ერთ კითხვას იყენებს. საიდუმლო მან დუბაიში მსოფლიო მთავრობის სამიტზე გამოსვლისას გაამხილა.

მასკი ამ კითხვას კანდიდატებთან გასაუბრებისას იყენებს. მილიარდერი სთხოვს დასაქმების მსურველებს მოჰყვეს იმ სირთულეების შესახებ, რომელთა წინაშეც აღმოჩნდნენ, და როგორ შეძლეს მათი გადალახვა.

შემდეგ მეწარმე პასუხს აანალიზებს. თუ კანდიდატი დეტალურად ყვება, რა გადახდა თავს და როგორ გაართვა თავი სიტუაციას, ეს კარგი ნიშანია. მასკი იგებს, რომ ადამიანი მზადაა აღიაროს შეცდომები და ღიად ისაუბროს მათზე. ასევე შეუძლია საკუთარ შეცდომებზე სწავლა, რაც მთავარია, სიმართლეს ამბობს.

თუ კანდიდატი პასუხობს ზოგადი ფრაზებით, მასკი ფიქრობს, რომ ადამიანს სურს ნამდვილი მდგომარეობის შელამაზება. ზოგადი ფრაზები სიცრუის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. დასწავლული ფრაზები ამბობს, რომ ადამიანი ცდილობს თავი აარიდოს კითხვას და შეალამაზოს თავისი იმიჯისთვის.

იხილეთ აგრეთვე
კომენტარები: