მბაპემ დაასახელა ადამიანი, რომელიც შვედეთში მომხდარ გაუპატიურებაზე ჭორებს ავრცელებს

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპე დარწმუნებულია, რომ გაუპატიურებაში ბრალდებების უკან მისი ყოფილი კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ დგას. ამის შესახებ დაწერა ესპანური გამოცემis, Cadena SER-ის ჟურნალისტმა ხავი ერაესმა.

ცნობილია, რომ სტოკჰოლმის პოლიციამ გამოძიება დაიწყო იმ სასტუმროში გაუპატიურების ფაქტზე, რომელშიც მბაპე შვედეთში მგზავრობისას დაბინავდა. დაზარალებულმა ქალმა ფრანგი ფეხბურთელი მომხდარში დამნაშავედ დაასახელა.

მბაპემ „რეალს“ განუცხადა, რომ ჭორებს გაუპატიურების შესახებ პსჟ ავრცელებს მისი პრეზიდენტის ნასერ ალ-ჰელაიფის მითითებით. ცნობილია, რომ პარიზულ კლუბს სასამართლო დავა აქვს ფეხბურთელთან 55-მილიონიან დავალიანებაზე.

„„რეალიდან“ სტოკჰოლმში არავინ ყოფილა. მათ იციან ის, რასაც კილიანი ატყობინებს. მბაპე დარწმუნებულია, რომ ეს არის ალ-ჰელაიფის ხაფანგი და რომ მას და მის ოჯახს დევნიან.

მადრიდში ხედავენ, რომ მბაპეს მიმართ ძლიერი ზეწოლაა საფრანგეთიდან. ჩვენ ყველამ ვიცით, რომელ მედიასაშუალებებს აკონტროლებს პსჟ და სწორედ მათ აქვთ ყველაზე დიდი ზეწოლა და ყველაზე მეტად ერევიან საქმეში“, – დაწერა ერაესმა.

იხილეთ აგრეთვე
კომენტარები: