მომდევნო 6 თვის ბოლოსთვის, მოსალოდნელია ლარის გაუფასურდება..

ქართველმა ეკონომისტებმა, ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა მცირედით დადებითად შეფასეს.

2024 წლის მესამე კვარტალში, ეკონომისტების მოლოდინი მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ არის ნეგატიური, თუმცა მათი მოლოდინი გაუმჯობესებულია წინა კვარტალთან შედარებით.

გარდა იმისა, რომ გამოკითხულმა ექსეპრტებმა შეაფასეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და დააფიქსირეს მოლოდინი მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, მათ გააკეთეს საქართველოსთვის ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი.

2024 წლის პროგნოზი რეალური მშპ-ის ზრდასთან დაკავშირებით საშუალოდ 6.7%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 1.2 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა წინა კვარტალში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით.

• მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის მოსალოდნელია წლიური ინფლაციის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. 2024 წლისათვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 3.5%-ია,რაც 1.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა კვარტლის პროგნოზთან შედარებით.

• მოსალოდნელია, რომ მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქართული ლარი გაუფასურდება აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით, ხოლო გამყარდება რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთან მიმართებით.

• მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, 2023 წელთან შედარებით, მოსალოდნელია ექსპორტისა და იმპორტის მოცულობების ზრდა.

იხილეთ აგრეთვე
კომენტარები: