ნიკოლა ტესლა უცხოპლანეტელი იყო? რას გვეუბნება FBI-ს დოკუმენტები

გამორჩეული გონების მქონე ადამიანები, ნებისმიერ ეპოქაში, საკუთარი ჭკუითა და გამოგონებებით, ყოველთვის აოცებენ სხვებს. ჩვეულებრივი ადამიანი, ახლოსაც ვერ «მოვლენ», მაგ. ისეთ მეცნიერებთან, როგორიც აინშტაინი და ტესლა იყო. უფრო მეტიც, არსებობს ინფორმაცია, რომ ნიკოლა ტესლა, საერთოდ, უცხოპლანეტელი იყო!

ყოველწლიურად, FBI (გამოძიების ფედერალური ბიურო), ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, გარკვეული პიროვნებების და მოვლენების შესახებ, ზოგიერთი დოკუმენტს ასაჯაროებს. ერთ-ერთ ასეთი დოკუმენტში ნათქვამია, რომ ცნობილი მეცნიერი დედამიწაზე, ვენერადან ჩამოვიდა

დოკუმენტის მიხედვით, ტესლა ნაშვილები და «არამიწიერი» იყო. თურმე ის უცხოპლანეტელების ხომალდზე დაიბადა, რომელიც ხელსაყრელი პირობების მოსაძებნად, დედამიწისკენ მოემართებოდა. ის ბავშვობიდან, თანატოლებისგან, ცნობისმოყვარეობით გამოირჩეოდა და გამუდმებით, ჩხირკედელაობდა.

გასაჯაროებულ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ FBI–ში ვინმე მარგარეტი მუშაობდა და მისი საქმიანობა სწორედ არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტების შესწავლას და ასევე, დედამიწაზე უკვე მცხოვრებ, უცხოპლანეტელებთან ურთიერთობა იყო და სწორედ მის «კალამს» ეკუთვნის წიგნი ტესლას ცხოვრების შესახებ.

არსებობდა, თუ არა, ეს იდუმალი ქალბატონი და მართლა დაწერა თუ არა წიგნი, უცნობია… და ეს გასაკვირი არც არის, ფედერალური ბიურო ხომ ყველაფერს ასაიდუმლოებს?!

დოკუმენტებში ამ წიგნის რამდენიმე გვერდიც არის, რომელშიც ნათქვამია, რომ მეცნიერმა, არამიწიერ ცივილიზაციებთან კომუნიკაციისთვის, მოწყობილობა გამოიგონა და არაერთხელ გამოიყენა კიდეც, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობა მუშაობდა.

ტესლა მუდმივ კონტაქტში იყო თავისი მოდგმის ხალხთან, ვენერაზე. ის მათ ცოდნას გადასცემდა, რომელსაც თავისი გამოგონების შესაქმნელად იყენებდა. აღსანიშნავია, რომ მეცნიერმა 700-ზე მეტი სხვადასხვა მოწყობილობა შექმნა, რომელიც ასე, თუ ისე, ელექტროენერგიასთან და მონაცემთა უსადენო გადაცემასთან იყო დაკავშირებული.

ტესლას მტკიცებით, ჩვენს პლანეტას ენერგიის კოლოსალური წყარო გააჩნია და რომ მხოლოდ მცირე დანადგარები საჭირო, ამ ენერგიის გამოსაყენებლად. ის დარწმუნებული იყო, რომ ეგვიპტის პირამიდები, წარსულში, ელექტრო მოწყობილობები იყო და იქ გამომუშავებული ენერგია, სხვა პლანეტებზე გადაიცემოდა.

პირამიდებთან დაკავშირებული, მისი მოსაზრება რთული დასაჯერებელია… მაგრამ, ვინ იცის, მეცნიერი რა ცოდნას ფლობდა? შესაძლოა, ის ინფორმაციას მართლაც საკუთარი თანამოძმე, ვენერელებისგან იღებდა?! სხვა შემთხვევაში, რთული წარმოსადგენია, რომ ადამიანი, რომელიც XIX ს–ის II ნახევარში ცხოვრობდა, მოწყობილობებს ქმნიდა, რომელიც დროს უსწრებდა…

ვიღაც იტყვის, რომ ნილოლა ტესლა, უბრალოდ, გენიოსი იყო და ამიტომ მუშაობდა მისი ტვინი გაათმაგებული შესაძლებლობით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერის გამოგონებების უდიდესი ნაწილი, ნახაზებთან და სქემებთან ერთად, უბრალოდ, გაუჩინარდა…

იხილეთ აგრეთვე
კომენტარები: