როგორც ამბობენ ექსპერტები, მოსახლეობის რაოდენობა 2080-იან წლებამდე გაიზრდება, შემდეგ კი დაიწყება კლება. მოსალოდნელია, რომ 80-იანებში მოსახლეობის რაოდენობა 10.3 მილიარდს მიაღწევს, მაგრამ, უკვე 2100 წლისთვის 10.2 მილიარდზე ჩამოვალთ.
ამ შემთხვევაში, მე-14 საუკუნის შემდეგ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გლობალური პოპულაცია დაიკლებს. ბოლოს ეს შუა საუკუნეებში შავი ჭირის ეპიდემიისას მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე ადამიანების რაოდენობა მატულობს, არის ადგილები, სადაც ეს ზრდა მცირდება და შეინიშნება კლებაც კი. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითები იტალია და იაპონიაა. ყველაზე დიდი კლება კი კუკის კუნძულებზეა, სადაც ციფრებში ეს -2.24%-ია.
დღეს მოსახლეობის შემცირებაზე ყველაზე მეტად შობადობის კონტროლია პასუხისმგებელი. ბევრი მომაკვდინებელი დაავადების დაძლევისა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მკვეთრად ზრდის პარალელურად მოსახლეობის რაოდენობის სტაბილურობისთვის შობადობის კონტროლი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
სწორედ ასეთ სტატისტიკაზე დაყრდნობით მიიჩნევა, რომ 2100 წლისთვის პოპულაციის რაოდენობა კლებას დაიწყებს.