ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა 38 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„მინდა გაცნობოთ, რომ ჩოგბურთის პროფესიონალური კარიერა დავასრულე. ძალიან რთული წლები გამოვიარე, განსაკუთრებით – ბოლო ორი სეზონი. ეს ძალიან ურთულესი გადაწყვეტილებაა, რომელიც ოდესმე მიმიღია, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. მადლობა ყველას, მადლობა ჩოგბურთს”, – ამბობს ვიდეომიმართვაში სპორტსმენი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ნადალს ტრავმები აწუხებდა.