საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შეთანხმების მიხედვით, მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები შეძლებენ მიიღონ ახალი მართვის მოწმობა სახელმწიფოში, სადაც ცხოვრების უფლებას მიიღებენ, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე.
საქართველოს ასევე ირლანდიასთან და საბერძნეთის რესპუბლიკასთან აქვს გაფორმებული მსგავსი ხელშეკრულებები. ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია, ხოლო საბერძნეთის რესპუბლიკაში, მთავრობებს შორის ამჟამად მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმების პროცედურები მიმდინარეობს.