საქართველო სურსათის სიძვირით რეგიონში პირველ ადგილზეა

რატომ ღირს საქართველოში სურსათი ასეთი ძვირი? ქვეყანამ რეკორდი მოხსნა. როდესაც ხალხი ამბობდა, რომ ფასებს ცეცხლი უკიდია, ხელისუფლება არ აღიარებდა, ახლა კი უკვე Numbeo-ს კვლევით დადასტურა, რომ საქართველო სურსათის სიძვირით რეგიონში პირველ ადგილზეა.

კვლევა 146 ქვეყნის მონაცემებს ეყრდნობა, სადაც საქართველო 90-ე ადგილზე გავიდა და რეგიონში და მათ შორის, ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უფრო ძვირი ფასები დაფიქსირდა. მონაცემების მიხედვით, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნები ყველაზე იაფი პროდუქტების ოცეულში შევიდნენ, თუმცა მათ შორის საქართველო არ არის.

ძვირი ცხოვრებით ვუსწრებთ რუსეთს, სომხეთს და აზერბაიჯანსაც. საკვები ძვირდება, ამ ფონზე კი ფაქტებით არის დადასტურებული, რომ მოქალაქეთა დიდ ნაწილს ცხოვრება საარსებო მინიმუმით უწევთ.

ეკონომისტები კი საქართველოში ფასების კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ და ეკონომიკურ ტურბულენტობაზე საუბრობენ.

“გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა ორნიშნა ინფლაცია, რამაც გამოიწვია რეკორდულად ფასების ზრდა. წლიდან წლამდე საშუალოდ მოსახლეობას 6-8%-მდე უძვირდებოდა საქონელი და მომსახურება. რაც შეეხება არსებულ პერსპექტივას, ვინაიდან საქართველო შედის ეკონომიკურად ტურბულენტურ ზონაში და ვხდებით საერთაშორისო სანქციების და იზოლაციის ქვეს, ეს თავისთავად გამოიწვევს საერთაშორისო ვალუტის ნაკლებდინებას საქართველოში, რაც თავისთავად პროპორციულია ლარის გაუფასურების და სამომავლოდ ფასების ზრდის”, – ამბობს ოთარ აბესაძე.

იხილეთ აგრეთვე
კომენტარები: