1980-იან წლებში, ტურინის სუდარის გამოკვლევამ გააქარწყლა იდეა, რომ ის იყო რეალური. მეცნიერებმა მაშინ განაცხადეს, რომ სუდარა სინამდვილეში ქრისტეს სიკვდილიდან ასობით წლის შემდეგ იყო დამზადებული.
იქამდე, 1350-იან წლებში საჯაროდ გამოფენილი ტურინის სუდარა მიიჩნეოდა ორიგინალ ქსოვილად, რომელიც ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მოახურეს.
წმინდა სამოსელი, რომელზეც ასახულია წვერიანი მამაკაცის წინა და უკანა მკრთალი გამოსახულება, იტალიელმა მკვლევრებმა, ახლახანს უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით შეისწავლეს. რენტგენოლოგიურმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ის ნამდვილად ქრისტეს ჯვარცმის დროინდელია.
მათი თქმით, ვადები ადასტურებს, რომ ქსოვილზე ანაბეჭდი ნამდვილად იესო ქრისტეს ეკუთვნის.
სუდარა 1578 წლიდან ინახება იტალიაში, ტურინში, სან ჯოვანი ბატისტას ტაძრის სამეფო სამლოცველოში.
ქსოვილზე გამოსახულია მამაკაცის სილუეტი. სხეულზე ნიშნები ასევე შეესაბამება ბიბლიაში მოხსენიებულ იესოს ჯვარცმის ჭრილობებს, მათ შორის თავზე ეკლის კვალს, ზურგზე ჭრილობებს და მხრებზე სისხლჩაქცევებს.
1988 წელს, საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა გააანალიზა საფარველის მცირე ნაწილი “ნახშირბადით დათარიღების“ გამოყენებით და დაადგინა, რომ ქსოვილი, როგორც ჩანს, წარმოებული იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1260-დან 1390 წლამდე.
ტექნიკის შედეგად, მასალის დროისა და თარიღის გასაზომად ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპის (14C) დაშლა გამოიყენეს.
“ნახშირბადით დათარიღება“, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ როგორც რადიოკარბონული დათარიღება ან ნახშირბად-14 დათარიღება, არის მეთოდი, რომელიც გამოიყენება ობიექტის ასაკის დასადგენად.
Carbon-14 არის ნახშირბადის იზოტოპი, რომელსაც ჩვეულებრივ არქეოლოგები და ისტორიკოსები უძველესი ძვლებისა და არტეფაქტების დასათარიღებლად იყენებენ. ნახშირბად-14-ის დაშლის სიჩქარე მუდმივი და ადვილად გაზომვადია, რაც მას იდეალურს ხდის 300 წელზე მეტი ასაკის ნებისმიერი არტეფაქტისთვის.
მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორგანული მასალის შემცველ ობიექტებზე – რომლებიც ოდესღაც “ცოცხალი” იყო და შესაბამისად შეიცავდნენ ნახშირბადს.
ელემენტი ნახშირბადი ბუნებაში ჩნდება რამდენიმე ოდნავ განსხვავებული ჯიშით, რაც დამოკიდებულია მის ბირთვში ნეიტრონების რაოდენობაზე. დედამიწაზე სტაბილური, ბუნებრივად არსებული ნახშირბადის უმეტესობა არის ნახშირბადი 12 – ის შეიცავს ჩვენს პლანეტაზე არსებული ელემენტის 99 პროცენტს. ხოლო ნახშირბად-14 არის ნახშირბადის რადიოაქტიური ვერსია. ნახშირბადი-14 ბუნებრივად გვხვდება ატმოსფეროში, როგორც ნახშირორჟანგის ნაწილი და ცხოველები მას სუნთქვისას შთანთქავენ.
ნახშირბად-14-ს აქვს ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი – ზუსტად 5370 წელი. ეს ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმის გასარკვევად, თუ რამდენად ძველია ობიექტები.