„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეკლამაში „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურის ფოტოებს იყენებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკურ რეკლამაში რუსეთის ომის შედეგების გამოყენების წინააღმდეგ გამოვიდა.
კიევში აცხადებენ, რომ ქართველ ხალხს არ უნდა შეეშინდეს ახალი ომის, რადგან რომ უკრაინა აგრძელებს რუსულ აგრესიასთან ბრძოლას. უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში უკრაინაში მიმდინარე ომის თემის გამოყენებისგან თავის შეკავებას.
„იმედი გვაქვს, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩაივლის, ქართველი ხალხი კი განაგრძობს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს გააგრძელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.