„ჰეზბოლას“ მომავალი ლიდერი, ჰაშემ საფი ად-დინი, ისრაელის იერიშებს ემსხვერპლა

არაბული მედიის ინფორმაციით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) საჰაერო თავდასხმების შედეგად „ჰეზბოლას“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ჰაშემ საფი ად-დინი დაიღუპა.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, საფი ად-დინი პარასკევს განხორციელებულ ავიაიერიშებს ემსხვერპლა. იერიშების დროს ასევე დაიღუპა „ჰეზბოლას“ რამდენიმე მაღალი რანგის წევრი და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლები.

რამდენიმე დღის წინ, დაჯგუფებამ საფი ად-დინი გენერალურ მდივნად აირჩია. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი 27 სექტემბერს ლიკვიდირებული „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ბიძაშვილია. ახალი ლიდერის დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

იხილეთ აგრეთვე
კომენტარები: