1. პოპულარული ფორთოხლის გამაგრილებელი სასმელი “ფანტა”, ნაცისტურ გერმანიაში, “კოკა–კოლას” ჩასანაცვლებლად გამოიგონეს. საქმე იმაშია, რომ სანქციების გამო, კოკა–კოლას კორპირაციას ამ ქვეყანაში, სასმელის წარმოება აღარ შეეძლო. ამიტომ, მათ ახალი მარკა დააფუძნეს და “კოკა–კოლას” ნაცვლად, “ფანტას” ჩამოსხმა დაიწყეს. თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივად იყო… ახალი სასმელის წარმოებისთვის, გერმანიაში საკმარისი ნედლეული არ მოიპოვებოდა. ამიტომ, არომატულ სიროფს შრატით (აჭრილი რძის პროდუქტი) და ვაშლის ქერქის გამონაწურით ამზადებდნენ. რაც შეეხება სახელს, ის გერმანული სიტყვიდან — Fantasie–დან მოდის, რაც “ფანტაზიას” ნიშნავს, რადგან მისი შექმნისას, ფანტაზია უნდა გამოეყენებინათ.
2. სვასტიკა*, რომელსაც ნაცისტები თავიანთ დროშასა და ფორმაზე იყენებდნენ, სინამდვილეში, მზის ინდური სიმბოლო იყო.
3. ჰიტლერმა, ნაცისტური დროშა, პირადად შექმნა. მან წითელი ფერი ნაციზმის პოლიტიკური იდეის წარმოსაჩენად აირჩია, თეთრი — თეთრი ნაციონალიზმისთვის, ხოლო შავი — გერმანიის ბრძოლის აღსანიშნავად.
4. საკონცენტრაციო ბანაკების შექმნამდე, ნაცისტები ებრაელების მადაგასკარზე გადასახლებას განიხილავდნენ. ისევე როგორც ეს, თავის დროზე, ბრიტანეთმა გააკეთა და გასამართლებული კრიმინალები, ავსტრალიაში გადაასახლა. დღეს, ამ კონტინენტის მოსახლეობის 80%, სწორედ იმ კრიმინალების შთამომავლები არიან.
5. ნაცისტური რეჟიმი დაინტერესებული იყო მეცნიერული აღმოჩენებით. ისინი, საკონცენტრაციო ბანაკებში, პატიმრებზე უამრავ სამედიცინო ექსპერიმენტს ატარებდნენ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ სჯეროდათ, თითქოს, იმ დრომდე, თითქმის ყველა კვლევის უკან, ებრაელები იყვნენ… და მათი ნამუშევრები, არაფრად ვარგოდა. ექსპერიმენტები ისეთი საშინელი და არაადამიანური იყო, რომ მისი შედეგების გამოყენება, დღეს კანონით იკრძალება.
ყველაზე ცნობილი, ამ მხრივ, იოზეფ მენგელესის ექსპერიმენტებია. ექიმის განსაკუთრებულ ინტერესს, ტყუპები იწვევდნენ. მან 1943 წელს, ტყვეებს შორის, ტყუპები ამოარჩია და სპეციალურ ბანაკში მოათავსა. 3 ათასი ტყუპისცალიდან, ცოცხალი მხოლოდ 300 გადარჩა. მენგელეს ცდები სამედიცინო ეთიკას და ადამიანურ მორალს ეწინააღმდეგებოდა: ის ბავშვებს, თვალის ფერის შეცვლის მიზნით, თვალში სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერებებს ასხურებდა. ორგანოების ამპუტაცია, ტყუპების ერთმანეთზე მიკერების მცდელობები და სხვა არაადამიანური ოპერაციები — იოზეფისთვის, ჩვეულებრივი, სამუშაოს ნაწილი იყო. ხოლო, ადამიანებს, რომლებიც ექსპერიმენტების შემდეგ, ცოცხლები რჩებოდნენ — ხოცავდნენ.
6. საკონცენტრაციო ბანაკებში, მსხვერპლთა ძვირფასი ნივთების ზოდებად გადადნობა, რაიხსბანკის პრეზიდენტის ვალტერ ფანკას ხელმძღვანელობით ხდებოდა.
7. ვიდრე ჰაინრიხ ჰიმლერი SS–ის ლიდერი გახდებოდა, მეფრინველეობაში მუშაობდა.
8. ერთ-ერთი ციტატა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გახდა პოპულარული, პასტორი მარტინ ნიმელერის ლექსიდან იყო. ის წერდა: “ჯერ კომუნისტებისთვის მოვიდნენ, მე კი გავჩუმდი, რადგან კომუნისტი არ ვიყავი. შემდეგ პროფკავშირის წევრებისთვის მოვიდნენ და არაფერი ვთქვი — რადგან პროფკავშირის წევრი არ ვიყავი. შემდეგ ისინი, ებრაელებისთვის მოვიდნენ, მე კი გავჩუმდი — რადგან ებრაელი არ ვიყავი. მერე ჩემთან მოვიდნენ — და აღარავინ იყო, ხმა რომ ამოეღო”.
9. იაპონელების თავდასხმა პერლ–ჰარბორზე, მანამდე მოხდა, ვიდრე იაპონია აშშ–ს ომს გამოუცხადებდა. მაგრამ, ეს სპეციალურად არ გაუკეთებიათ. იაპონელ ადმირალს პერლ–ჰარბორზ თავდასხმა, ომის გამოცხადებიდან ნახევარი საათის შემდეგ უნდოდა განეხორციელებინა. მაგრამ, განცხადების თარგმნას და ადრესატამდე მიტანას, იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე იგეგმებოდა…
10. კანადასა და შეერთებულ შტატებში, ათასობით იაპონელ-კანადელი და იაპონელ-ამერიკელი მოქალაქე დააკავეს და ინტერნირებულების ბანაკებში მოათავსეს. ამის ოფიციალური მიზეზი, მათი რასისტებისგან დაცვა იყო, თუმცა რეალურად, ქვეყნის მთავრობები შეშფოთებულნი იყვნენ, რომ კანადაში და აშშ-ში, იაპონელები უფრო ლოიალურები, იაპონიის მიმართ იყვნენ, ვიდრე მოკავშირეების მიმართ და შესაძლოა, მათ ეჯაშუშათ, ან თავდასხმის შემთხვევაში, იაპონიის მხარე დაეჭირათ.
* 1871 წ. არქეოლოგის ჰენრიხ შლიმანის ჩატარებული ექსპედიცია, მხოლოდ ბერძნული ქალაქის – ტროას გათხრებით არ არის ცნობილი. მან ძველი ქალაქის ნანგრევებთან ერთად, სვასტიკა — ძველი კულტურის სიმბოლო აღმოაჩინა.
ამ აღმოჩენიდან, სულ მალე, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, არქეოლოგები გათხრების დროს, ნივთებს პოულობდნენ, რომლებზეც ანალოგიური სიმბოლოები იყო გამოსახული. ისტორიკოსების აზრით, ძველი ცივილიზაციების წარმომადგენლებს სჯეროდათ, რომ სვასტიკას წარმატების მოტანა შეეძლო