2025 წლისთვის პენსიები გაიზრდება – მთავრობის ახალი პროექტი

მთავრობამ პარლამენტისთვის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარადგინა, სადაც ასახულია ასევე პენსიების გაზრდის პროექტიც, რომლის მიხედვითაც, 70 წლიდან ზევით ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით.

ამავე ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში დაახლოებით 540 ლარს გაუტოლდება. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 335 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, 2025 წელს გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით.

იხილეთ აგრეთვე
კომენტარები: