41-ე და ევროპულ სკოლაში, ასევე თავისუფალ უნივერსიტეტში, ევაკუაცია გამოცხადდა

თამარ გიორგაძის ინფორმაციით, რომელიც ამ სკოლის მასწავლებელია, სკოლაში ანონიმური ზარის შედეგად, გამოვლინდა სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესაძლებლობა სკოლაში.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ევროპული სკოლის სამივე შენობაში ევაკუაცია გამოაცხადეს, ბავშვები და თანამშრომლები ტერიტორიიდან გაიყვანეს, ელოდებიან კინოლოგებსა და გამნაღმველებს.

ასევე ევაკუაცია გამოცხადდა თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსშიც. სტუდენტების თქმით, უცნობია ვინ განახორციელა ანონიმური ზარი. სტუდენტები და უნივერსიტეტის პერსონალი ამ წუთებში შენობის გარეთ იმყოფება.

გარდა ხსენებული დაწესებულებებისა, ანალოგიური ინფორმაცია ვრცელდება სხვა რამდენიმე სკოლის შესახებაც.

იხილეთ აგრეთვე
კომენტარები: