გიორგი გულიაშვილი – 23 წლის თავდამსხმელი, რომელიც ვილი სანიოლმა ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში მიიწვია.
„გახარებული ვარ, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრებში გამომიძახეს. მოუთმენლად ველოდები, როდის შევუერთდები გუნდს. ეს „სარაევოს“ მაისურით ჩატარებული შედეგიანი მატჩებისთვის საუკეთესო ჯილდოა და ზურგის ქარივითაა, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო“, – განაცხადა ფეხბურთელმა.
ასევე გიორგის კლუბი „სარაევო“, გამოეხმაურა მის საქართველოს ნაკრებში მიწვევას და მას ეროვნულ გუნდში გამოძახება მიულოცა.